#htmlcaption1 #htmlcaption2 #htmlcaption3

ბავშვთა სტომატოლოგია

    მსოფლიოში თანდათან აქტუალური ხდება პრევენციული მედიციინა. გაცილებით ადვილია დაავადებისგან დაცვა, ვიდრე დაავადების მკურნალობა. კარიესისგან დაცვა, ჯანმრთელი კბილების შენარჩუნება და მომავალში კბილებთან დაკავშირებული პრობლემებისა თუ ხარჯების თავიდან აცილება ადვილად შესაძლებელი იქნება, თუკი მშობელი ბავშვის ადრეული ასაკიდან იზრუნებს და სწორედ შეარჩევს სტომატოლოგიური ჩარევისათვის შესაფერის გარემოს.

   ბავშვის კბილებზე ზრუნვა ორსულობიდანვე იწყება და აქტიურად გრძელდება ბავშვის დაბადების და კბილების ამოჭრის შემდეგ. დღევანდელი თანამედროვე სტომატოლოგიური მიღწევები სწორედ რომ იძლევა იმის საშვალებას, რომ თქვენი შვილების კბილები იყოს ჯანმრთელი და აკმაყოფილებდეს ესთეტიურ მოთხოვნებს.

   ჩვენს კლინიკაში თქვენს პატარებს გავუწევთ კვალიფიციურ სტომატოლოგიურ  მომსახურეობას. მხოლოდ ამისთვის საჭიროა თქვენი სურვილი და მონდომება. ბავშვებთან მიდგომა ჩვენთან ინდივიდუალური თბილი და მეგობრულია. ვითალისწინებთ ბავშვის ხასიათს და ფსიქიკას. ჩვენ დაგეხმარებით სწორედ შეარჩიოთ პირის ღრუს მოვლის საშუალებები თქვენი შვილებისათვის. სასურველია, პატარებს სტომატოლოგთან ურთიერთობა 2-3წლის ასაკში დავაწყებინოთ. უნდა შეთანხმდეს ექიმთან წელიწადში 2-3 ვიზიტი მაინც.

   ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოოდ ვიღებთ რამოდენიმე საუკეთესო შედეგს:

1)ბავშვი ეცნობა თავის სტომატოლოგს და ყალიბდება მათ შორის მეგობრული ურთიერთობა;

2)ბავშვი ეჩვევა კლინიკის გარემოს, ითვისებს მას და ეხსნება სტომატოლოგიურ მანიპულაციებთან   დაკავშირებული შიში;

3)ბავშვს უყალიბდება კბილების სწორად მოვლის ჩვევები;

4)მინიმუმამდე იქნება დაყვანილი კარიესების არსებობა და შესაბამისად თავიდან იქნება აცილებული    ტრამვული     მანიპულაციები;

5)და ბოლოს ჯანმრთელი კბილები

   ბავშვის კბილების ანატომო_ფიზიოლოგიური თავისებურებებიდან, კერძოდ, ფართომილაკების არსებობიდან გამომდინარე, კბილის ქსოვილები ნაკლები სიმკვრივით გამოირჩევა. ამიტომ ადვილად ხდება კბილის ზედაპირიდან მიკრობთა შეღწევა და კარიესის წარმოქმნა.

  ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფტორების მეთოდი. ფტორი წარმოადგენს იმ მნიშველოვან ელემენტს, რომლის დეფიციტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარიესის პათოგენეზში. ფტორის შემცველობა ჩვენს საკვებსა თუ სასმელ წყალში მინიმალურია, ამიტომ სასურველია თუ კბილებს ამ აუცილებელ ქიმიურად აქტიურ ნივთიერებას ფტორლაქის აპლიკაციის სახით მივაწვდით.

  ჩვენ გთავაზობთ ბოლო თაობის პროლონგირებული მოქმედების ფტორლაქს, რომელიც ამაგრებს კბილის ემალს, ზრდის მის რეზიდენტობას და მინიმუმამდე ამცირებს კარიესის ალბათობას.

  პროფილაქტიკური საშუალებებს შორის, ასევე, მნიშვნელოვანია ფისურების ჰერმეტიზაცია ცნობილია, რომ როგორი მონდომებითაც არ უნდა იცავდეს ბავშვი ჰიგიენას, მოლარების ანატომიური აგებულება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ღრმა ფისურები დაცული იყოს კარიესოგენული მიკრობებისგან. ამიტომ სწორედ ამ ზედაპირებზე არსებობს კარიესის წარმოქმნის რისკი. ფისურების ჩაბეჭდვისთვის გთავაზობთ ბოლო თაოიბის საუკეთესო სისტემას(სილნატებს) რომელიც ავსებს ფისურებსში არსებულ სივრცეებს და იცავს კბილებს 2წლის განმავლობაში. თუმცა ფისურების ჩაბეჭდვა ეფექტურია მხოლოდ კარიესის განვითარებამდე.

   და მაინც თუ რაიმე გამოგვეპარა ყოველივე ამის შემდეგ და კარიესი გარდაუვალია, არც ეს წარმოადგენს პრობლემას დღევანდელი საბჟენი მასალები საშუალებას იძლევა, ბავშვებმა მხიარულად და ხალისით შეარჩიონ სასურველი ფერის ბჟენები.

   ვუსურვებთ წარმატებას და ჯამრთელ ღიმილს თქვენს  ბავშვებს და ჩვენს მომავალს!!!

 

  

 

Copyright © 2013 Created By WebStudia.Ge